1
    

"თბილისი პრაიდმა" შსს-ს განცხადებით მიმართა

06.10.2020


2020 წლის 23 მაისიდან დღემდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”-ს თანამშრომლების მიმართ, ორგანიზაციის ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ახვლედიანის ქ. #17, ულტრამემარჯვენე, ფაშისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები, გურამ ფალავანდიშვილის მეთაურობით, ახორციელებენ აგრესიის გამომხატველ აქტებს, რომლებსაც აქვთ კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ხასიათი და ამასთან მოტივირებულია დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე სიძულვილით.
ამასთან დაკავშირებით თბილისი პრაიდმა მიმართა შსს-ს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ:

1. დაიწყოს ან/და გაგრძელდეს გამოძიება საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდისთვის” მის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, ასევე “თბილისი პრაიდის” თანამშრომლების მიმართ თანასწორუფლებიანობის დარღვევის და მათი დევნის ფაქტზე.

2. მოგვეწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შსს- ს მიერ დღემდე განხორციელებული რეაგირების თაობაზე: დაწყებულია თუ არა გამოძიება, რა მუხლებით, სისხლის სამართლის საქმის ნომერი, გამომძიბლის სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე საქმის ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

3. მიენიჭოს ააიპ “თბილისი პრაიდს” და მის თანამშრომლებს დაზარალებულის სტატუსი.

4. დაუყოვნებლივ განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შუფერხებელ მუშაობასა და ორგანიზაციის თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებას.


ამავე თემაზე: