1
    

ტენდერი კომუნიკაციის სტრატეგიის შესაქმნელად

05.11.2020


“თბილისი პრაიდი” არის სამოქალაქო  მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება ჰომო/ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით იბრძვის მისი დაძლევისთვის. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები.


“თბილისი პრაიდი” აცხადებს ტენდერს საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაქმნელად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოთხოვნილ პირობებს. 


კომუნიკაციის სტრატეგია იყოს 2 წლიანი უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის კომუნიკაციის მიზნების, აუდიტორიების, ნარატივების/მესიჯების, ინსტრუმენტების, პლატფორმების, რესურსების და თაიმლაინების შესახებ ინფორმაციას. Ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება როგორებიცაა ინტერვიუები/შეხვედრები/ფოკუს-ჯგუფები თბილისი პრაიდის გუნდის, ლგბტქი თემისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წევრების მონაწილეობით. 


Ტენდერში მონაწილეობისთვის, გამოგვიგზავნეთ სატენდერო წინადადება არაუგვიანეს 13 ნოემბრისა ელ. ფოსტაზე: tbilisipride@gmail.com


Სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს (მაქს 8 გვერდი): 


◼ ტენდერში მონაწილე კომპანიის ხედვისა და მიდგომის აღწერას გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით; 

◼ კომუნიკაციის სტრატეგიის შესაქმნელად ჩასატარებელი სამუშაოების მონახაზს/გეგმას; 

◼ კომპანიის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების აღწერას; 

◼ გასაწევი მომსახურების ჯამურ (და ჩაშლილ) ფასს გადასახადების ჩათვლით;

◼ მომსახურების გაწევის ვადებს;

◼ პროექტის განმახორციელებელი ძირითადი გუნდის წევრების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას. 


კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთვება თბილისი პრაიდის გუნდი. 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tbilisipride@gmail.com