1
    

კონკურსი გამგეობის წევრების შესარჩევად

27.01.2021


თბილისი პრაიდი იწვევს დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციის გამგეობის წევრობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის შედეგად, 2 წლის ვადით, შეირჩევა 7 გამგეობის წევრი.

გამგეობის ძირითადი ფუნქციებია ორგანიზაციის დირექტორისა და თანამშრომლების პროგრამული და ფინანსური საქმიანობის ზედამხედველობა, ორგანიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და პოლიტიკების განხილვა და დამტკიცება და წელიწადში მინიმუმ ერთხელ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მოწვევა. გამგეობა შეარჩევს, ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის დირექტორს, უფლებამოსილია იურიდიული პირის რეორგანიზაციაზე და განკარგავს მის ქონებას. 

გამგეობის წევრობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

▶ იყოს სრულწლოვანი;
▶ იყოს ლგბტქი ადამიანი ან მხარდამჭერი;
▶ ცხოვრობდეს საქართველოში.