1
    

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული თანამშრომლობა

26.02.2021


თბილისი პრაიდი, სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Right Side”-თან და უკრაინულ ორგანიზაცია HPLGBT-სთან ერთად, ლგბტქი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას იწყებს რეგიონულ პროექტზე.

პროექტის მიზანია ლგბტქი ადამიანების გაძლიერება აქტივიზმის მიმართულებით, მათი ცოდნის ამაღლება ადვოკატირებისა და ლიდერული უნარების შესახებ. სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მონაწილეებისთვის ლგბტქი თემის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მიმართული კამპანიის მექანიზმების მიწოდება და უფრო ძლიერი ლგბტქი მოძრაობის ხელშეწყობა მთელ რეგიონში.

პროექტის განმავლობაში, სამ ქვეყანაში (სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში) გაიმართება სემინარებისა და ვორქშოფების სერია ლგბტქი ადამიანებსა და მხარდამჭერებისთვის. დამზადდება 3 სოციალური ვიდეო და გამოიცემა ახალი სახელმძღვანელო ლგბტქი აქტივიზმის შესახებ 4 ენაზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: German Marshall Fund of the United States