
თბილისი პრაიდის ახალი გამგეობა დაკომპლექტდა
25.03.2021
2021 წლის 24 მარტს ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ პირველი საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის 50-მდე წევრი დაესწრო. წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის წარსული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
საერთო კრების შედეგად, ხმის მიცემით დაკომპლექტდა „თბილისი პრაიდის“ ახალი გამგეობა, რომელიც 7 ადამიანისგან შედგება. ახალი გამგეობა „თბილისი პრაიდს“ მომდევნო 2 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.
ახლადარჩეული გამგეობის წევრები არიან:
1. ცაბუნია ვართაგავა
2. ნინია კაკაბაძე
3. დავით სუბელიანი
4. ლელა ცისკარიშვილი
5. მაია ვერძაძე
6. ირმა გოგიაშვილი
7. ტაო ჭალიძე
„თბილისი პრაიდის“ გუნდი ვულოცავთ ახალ წევრებს არჩევას და ვუსურვებთ წარმატებას!