1
    

"ამაყი ოჯახების" მეორე ეტაპი იწყება!

23.04.2021


„ამაყი ოჯახების“ პირველი ეტაპის დიდი წარმატების დასრულების შემდეგ „თბილისი პრაიდი“ იწყებს პროექტის მეორე ეტაპს.

“მადლობა ამ შეხვედრისთვის, თქვენ არ იცით, ჩემთვის რა ბედნიერებაა წლების ნაგროვები დარდისა და ტკივილის ერთიანად ამოღება გულიდან, ახლა აქედან ძალიან დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით მივდივარ. იმის გააზრება, რომ მარტო არ ვარ, ძალიან მეხმარება” - ამ ფრაზით დახურა “ამაყი ოჯახების” პირველი გასვლითი სესია ერთ-ერთმა მონაწილემ, ლესბოსელი ქალის დედამ. სწორედ, ამ ფრაზამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს პროქტი აუცილებლად გაგრძელდებოდა.

საქართველოში მცხოვრები ქვიარ ადამიანები საზოგადოების მხრიდან უარყოფას და ჩაგვრას მუდმივად განვიცდით. ამ რეალობაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხრიდან სიყვარული და თანადგომა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ქვიარ ადამიანები, ისე ჩვენი ახლობლები, საყოველთაოდ გავრცელებული ჰომოფობიის ტყვეობაში აღმოვჩნდით. სტიგმა და წნეხი, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრები განიცდიან, მძიმე ემოციური პროცესის ნაწილია. ისინი ხშირად რჩებიან მარტო საკუთარ პრობლემასთან და ვერ ახერხებენ ამ თემებზე საუბარს სხვა ადამიანებთან. 
სწორედ ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად შეიქმნა პროექტი - “ამაყი ოჯახები”, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერას და გაძლიერებას!
 

პროექტის ფარგლებში ლგბტ ადამიანების ოჯახის წევრებს შეეძლებათ:

- მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ დახურულ შეხვედრებში;
- გაიცნონ ერთმანეთი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში;
- გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებები;
- სურვილისამებრ, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში;
- საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლო ფსიქოლოგთან, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიით;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ თბილისი პრაიდის Facebook გვერდზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ მარტივი განაცხადის ფორმა: