ამაყი ოჯახები

Untitled design (1)

“ამაყი ოჯახები” თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. პროექტი მიზნად ისახავს ლგბტქ+ ადამიანების ოჯახების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით შექმნილი ღონისძიებები უზრუნველყოფს ისეთი უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც ოჯახებს შეუძლიათ ცოდნა გაიღრმაონ და უკეთ გაიგონ თავიანთი საყვარელი ადამიანების გამოცდილება. მნიშვნელოვანი LGBTQI+ საკითხების შესახებ მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალები იქმნება, რათა შიშები – ფაქტებზე, თანაგრძნობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მეთოდით დავძლიოთ. „ამაყი ოჯახები“ აშენებს ურთიერთგაგების ხიდებს, ანაცვლებს შიშს მიმღებლობით და ეხმარება ოჯახებს უპირობო სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობების გამყარებაში.