#ქვიარისტორია: ანა გრძოკა

 
ანა გროძკამ, 2011 წელს, 57 წლის ასაკში მემარცხენე-ლიბერალური პარტია, “პალიკოტიდან” კენჭი იყარა საპარლამენტო არჩევნებში და პოლონეთის პირველი ტრანსგენდერი პარლამენტის წევრი გახდა.
 
გროძკას არჩევამ პოლონეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისმა ოპონენტებმა და ადგილობრივმა მედიამ ყურადღება მხოლოდ ანას გენდერულ იდენტობაზე გაამახვილეს და არა მის პოლიტიკურ დღის წესრიგზე და ტრანსფობიური განცხადებებით ცადეს მისი დაკნინება. გრძოკა წლების განმავლობაში იბრძოდა მშრომელების უფლებებისთვის და ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობისთვის. შედეგად მან საზოგადოებაში დიდი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა.
 
პოლონეთი კონსერვატიული, კათოლიკური ქვეყანაა. თუმცა ასეთ საზოგადოებაშიც კი, პოლიტიკაში ჩართულები არიან ლგბტ ადამიანები. პოლონეთში პრაიდი 2001 წლიდან აქტიურად ტარდება.
 
გროძკამ 2008 წელს დააარსა და გახდა “Trans-Fuzja Foundation”-ის პირველი პრეზიდენტი. ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პოლონეთში ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, მხარს უჭერს ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ტრანზიციის პროცესში და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას.

Comments are closed.