
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობის შესახებ.
8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო. დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები.
დღეს გვიწევს ფესტივალის ტერიტორიიდან წავიღოთ ნივთები, რადგან ძალადობრივი მოვლენებიდან ოთხი დღე გადის. თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად დაადოკუმენტირა ზიანი, შეინახა ზიანის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ.