
მადონამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე სანქტ-პეტერბურგში გამართული კონცერტი გაიხსენა. 2012 წელს პოპ მუსიკის დედოფალი რუსეთის მთავრობამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი განცხადების გამო 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა, თუმცა როგორც მომღერალი წერს, ჯარიმა შეგნებულად არ გადაიხადა.
“მე აქ იმისთვის ვარ, რომ ხმამაღლა ვთქვა – ლგბტ ადამიანებს აქ და მთელ მსოფლიოში უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები!” – განაცხადა პოპ ვარსკვლავმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე.