
თბილისი პრაიდის კვირეული 2022, 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართა და ლგბტქ თემის წევრები, თანამოაზრეები, მხარდამჭერები და ყველა ის ადამიანი, ვისაც თანასწორობის სწამს, კიდევ ერთხელ გააერთიანა. Პრაიდ კვირეული 2022 3 ღონისძიებას აერთიანებდა:
Ქართული ქვიარ ფილმის პრემიერას;
Რეგიონულ კონფერენციას;
Მასშტაბურ პრაიდ ფესტივალს.
ფესტივალი 28 ივნისს ელენე ნავერიანის ფილმის “სველი ქვიშა” პრემიერით გაიხსნა. Ფილმის დაწყებამდე საზოგადოებას სიტყვით “თბილისი პრაიდის” გუნდმა მიმართა, ჩვენებას ლგბტქ თემი, მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრო. Ჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ფილმის რეჟისორისა და სამსახიობო გუნდისთვის დაესვა კითხვები. ჩვენება ტორტითა და მუსიკით დასრულდა.
კვირეულის მეორე ღონისძიება რეგიონული ლგბტქ კონფერენცია იყო, რომელმაც თავი მოუყარა ლგბტქ აქტივისტებს საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და მოლდოვიდან. კონფერენცია, რომელიც ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სამი პანელისგან შედგებოდა. კონფერენციის სტუმრებმა ნახეს სპეციალურად მათთვის მომზადებული დრეგ წარმოდგენაც.
თბილისი პრაიდის კვირეული 2022 გრანდიოზული ქვიარ ფესტივალით დასრულდა, რომელმაც უამრავ ადამიანს აჩუქა თავისუფლების, თანასწორობის, სიყვარულისა და ხილვადობის დაუვიწყარი გამოცდილება. ფესტივალის სამ სხვადასხვა სცენაზე დილამდე უკრავდნენ მუსიკოსები, ფესტივალის სტუმრებს კი სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობაში შეეძლოთ ჩართვა. ფესტივალის სივრცე დაეთმო ქვიარ არტისტების გამოფენებსა და პერფორმანსებს..
კვირეულის ყველა ღონისძიებამ უსაფრთხო და მრავალფეროვან გარემოში ჩაიარა.