#ქვიარისტორია: გილბერტ ბეიკერი და ცისარტყელას დროშა

ვაგრძელებთ საინფორმაციო პოსტების სერიას #ქვიარისტორია. ამჯერად გილბერტ ბეიკერზე და ცისარტყელას დროშის ისტორიაზე მოგიყვებით.
 
ბეიკერი უბრალო მხატვარი იყო. ის მისი ნამუშევრებით ცნობილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა 1972 წელს, როდესაც ბეიკერი ჯარიდან გათავისუფლების შემდეგ სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად და ჰარვი მილკი გაიცნო. სწორედ ჰარვი მილკმა სთხოვა ბეიკერს შეექმნა სიმბოლო, რომელიც წარმოადგენდა ქვიარ საზოგადოებას.
 
ბეიკერმა 27 წლის ასაკში ხელით შეკერა ცისარტყელას დროშა, რომელიც პირველად სან-ფრანცისკოში 1978 წლის 25 ივნისს აფრიალდა.
 
თავდაპირველად დროშაზე რვა ფერი იყო გამოსახული. თითოეული ფერი ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტის სიმბოლო იყო:
ვარდისფერი – სექსუალურობა; წითელი – სიცოცხლე; ფორთოხლისფერი – განკურნება; ყვითელი – მზე; მწვანე – ბუნება; ფირუზისფერი – ხელოვნება; მუქი ლურჯი – ჰარმონია; მეწამული – ადამიანის სული.
 
ქსოვილის დამზადებისა და შეღებვის სირთულის გამო ვარდისფერი და ფირუზისფერი ფერები დროშიდან მალევე მოიხსნა, რის შედეგადაც შეიქმნა ექვს ფერიანი დროშა, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც ცისარტყელას დროშა.
 
2015 წლის ინტერვიუში ბეიკერმა გამოავლინა დროშის დიზაინის საფუძველი. „ჩვენ გვჭირდებოდა, რაღაც, ჩვენი სიხარულის, ჩვენი სილამაზის, ჩვენი ძალის გამოსახატავად. და ცისარტყელამ გააკეთა ეს, ”- თქვა მან.
 
გილბერტ ბეიკერი 2017 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Comments are closed.