საერთო ენა

326217032_542124621283666_2668632662142664230_n

“საერთო ენა” თბილისი პრაიდის მედია პროექტია, რომელიც შთაგონებას იღებს ამერიკული ონლაინ გადაცემა Middle Ground-დან. ვკამათობთ საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ვისმენთ ყველა პოზიციას და ვცდილობთ, ვიპოვოთ საერთო ენა. გადაცემის მიზანია, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან დიალოგში შეიყვანოს. გვჯერა, რომ საწინააღმდეგო აზრის და განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებთან საუბარი უალტერნატივოა. ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ სჭირდება მშვიდი და არგუმენტირებული დიალოგით საერთო ენის გამონახვა, შესაბამისად “საერთო ენა” დემოკრატიული საზოგადოების შენების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.