საქართველოში ლგბტ+ უფლებადამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობა

„თბილისი პრაიდმა“ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR)-ს წარუდგინა წერილობითი მოსაზრებები საქართველოში ლგბტ+ უფლებადამცველებისა და აქტივისტების მდგომარეობის შესახებ.

დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს გაზრდილ დამაზიანებელ ანტი-ლგბტ+ რიტორიკას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიერ, 2021 წლის 5 ივლისისა და 2023 წლის 8 ივლისის ძალადობრივი მოვლენებსა და მათ არაეფექტურ გამოძიებას და ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები სახელმწიფოსთვის, რომლებსაც იმედი გვაქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გაითვალისწინებს და წარუდგენს საქართველოს შესასრულებლად.

 

Comments are closed.