
თბილისი პრაიდის გამგეობა დაკომპლექტდა. ორგანიზაციის მიზანი იყო მრავალფეროვანი გამგეობის არჩევა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ყველა ჯგუფის ინტერესები წარმოდგენილი ორგანიზაციის უმაღლეს მმართელობით ორგანოში.
გამგეობა ერთი წლის ვადით აირჩა და შემდეგი წევრებით დაკომპლექტდა:
1. ანა აბაშიძე – სამოქალაქო აქტივისტი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორი;
2. მარია კასენკო – ტრანსგენდერი აქტივისტი;
3. რუსუდან გოცირიძე – საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალთა უფლებების დამცველი;
4. იდა ბახტურიძე – ფემინისტი, “ქალთა მოძრაობის” თანადამფუძნებელი;
5. ათინა ბრეგვაძე – ქვიარ-ფემინისტი და მწვანე აქტივისტი;
6. ლადო მხეიძე – ლგბტქ აქტივისტი; მხატვარი.
ვულოცავთ ახალ წევრებს და ვუსურვებთ მათ წარმატებებს! ✊