The Drag Ball

Untitled design (1)

დრეგის მეჯლისი (The Drag Ball) – თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ქვიარ ღამეების სერიაა, რომელიც 2022 წლის მარტში შეიქმნა და ქალაქის უმნიშვნელოვანეს კულტურულ და სოციალურ მოვლენად იქცა. The Drag Ball-ის მიზანი ლგბტქ+ ხელოვანების მხარდაჭერა, გაძლიერება და მათთვის უსაფრთხო სივრცის შეთავაზებაა, სადაც თვითგამოხატვას შეძლებენ. The Drag Ball ღამეები განსხვავებული თემატიკისაა, შემსრულებლები მრავალფეროვან შოუს სთავაზობენ მაყურებელს და ყოველთვის ეხმაურებიან მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ თემებს.

The Drag Ball-ის სცენა დაიკავეს ქართული მუსიკის კაშკაშა წარმომადგენლებმა: გიული ჩოხელმა, სტეფანემ, ლელა წურწუმიამ, ნიკოლოზ რაჭველმა, ნინო ქათამაძემ, მომზადდა არაერთი საინტერესო მედია პროდუქტი.