სტუდენტური ესეების კონკურსი

 

 

სტუდენტური ესეების კონკურსი

ლგბტქი საკითხებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში, დაწერეთ ესე ან ბლოგ-პოსტი. გამოეხმაურეთ ლგბტქი უფლებების, გამოცდილებების, თანასწორებისა და მრავალფეროვნების თემებს და წარმოაჩინეთ თქვენი ხედვა.

 

 

 

პრიზები:

  • გამოვლინდება სამი გამარჯვებული პრაიდის კვირეულის ფარგლებში და თითოეულს გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით. 
  • ათი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ბილეთები (The best party of the year!);
  • საუკეთესო Ნამუშევრები გამოქვეყნდება ორგანიზაციის საიტზე და სოციალურ მედია პლატფორმებზე. 

 

კონკურსის შესაძლო თემები:

  • ლგბტქი უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი ისტორია და ევოლუცია;
  • ლგბტქი უფლებები: გლობალური პერსპექტივები და განსხვავებები;
  • ლგბტქი ადამიანების მედიასა და ლიტერატურაში რეპრეზენტაციის მნიშვნელობა;
  • ინტერსექციურობა: ინტერსექციურობის თეორია, ინტერსექციული მუშაობის არსი და მნიშვნელობა;
  • ლგბტქი აქტივიზმი: წარსული, აწმყო და მომავალი; სტრატეგიები, მიზნები, მიღწევები და გამოწვევები;
  • ქამინგაუთის ისტორიები: მოგზაურობა საკუთარი თავის მიღებისკენ, გამომზეურება გარშემომყოფებთან;
  • Ჰომოფობიის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;
  • განათლების როლი ლგბტქი ადამიანების მიმართ მიმღებლობის ჩამოყალიბებაში; დღეს არსებული ჩავარდნები და გამოსავლის გზები;
  • ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები და თანასწორობა: მიღწევები და თანამედროვეობის გამოწვევები;
  • ლგბტქი თემის მხარდამჭერები (‘Allies’): მხარდამჭერებისა და მოკავშირეების როლი და მნიშვნელობა ლგბტქი თანასწორობისთვის;
  • ლგბტქი მოზარდები: როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო და საზოგადოება ბულინგისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს და დაიცვას ლგბტქი მოზარდები.

 

კონკურსის დეტალები:

  • Ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • Ნამუშევარი არ უნდა არღვევდეს პლაგიარიზმის წესებს;
  • Მონაწილეობა შეუძლია ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტს. 

გამოგვიგზავნეთ ნამუშევარი,  25 ივნისამდე მისამართზე [email protected]. Subject-ში მიუთითეთ ესეების კონკურსი.  

Comments are closed.