ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით

ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა
 
ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმებსა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის წევრების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. 
 
ევროპარლამენტი მიუთითებს 5 ივლისის “ტრაგიკულ მოვლენებსა” და საჯარო პირების მიერ გაკეთებული ჰომოფობიურ განცხადებებს შორის კავშირზე. Მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო “ღირსების მარშის” მონაწილეთა ეფექტური დაცვა და უსაფრთხოება. 
 
“როგორც [5 ივლისის მოვლენები], ასევე მთავრობის პასუხისმგებლობა Ჩრდილქვეშ აყენებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და [საფრთხეს უქმნის] საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი სახელმწიფოს, იმიჯს” – ნათქვამია ანგარიშში. 
 
აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია არადომინანტური ჯგუფების, მათ შორის ლგბტ თემის წევრების უფლებების დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. 
 

Comments are closed.