#ქვიარისტორია: უილიამ დორსი სუონი

უილიამ დორსი სუონი იყო პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინც საკუთარ თავს „დრეგის დედოფალი (Queen of Drag)” უწოდა და ეს მე-19 საუკუნის ბოლოს მოხდა.

გვიან 1880-იან წლებში მონობაში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა, სახელად უილიამ დორსი სუონმა დახურული წვეულებების გამართვა დაიწყო, რომელიც ცნობილი „დრეგის წვეულებების“ სახელით გახდა. ეს სახელი, შესაძლოა მომდინარეობდეს „grand rag”-იდან – მასკარად-მეჯლისების უძველესი სახელწოდებიდან.

სუონის შესახებ არავინ არაფერი იცოდა მანამ, სანამ 2005 წელს ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ჩენინგ ჯერარდ ჯოზეფმა შემთხვევით არ აღმოაჩინა ნაწყვეტი სტატიიდან მის შესახებ და კვლევა არ დაიწყო. 

მერილენდის პლანტაციაში, ჰენკოკში დაბადებული უილიამ სუონი მოგვიანებით ვაშინგტონ დისიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1880-იან წლებში სათავეში ჩაუდგა ქვიარ წინააღმდეგობის ჯგუფს, რომელიც ასევე მონობიდან გათავისუფლებული სხვა შავკანიანი კაცებისგან შედგებოდა. ეს ჯგუფი სუონის სახლში, თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, დრეგ მეჯლისებს მართავდა. 

ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს სუონმა საკუთარი თავი „დრეგის დედოფლად“ მოიხსენია, რაც ისტორიაში პირველად აღწერს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის დრეგ ქვინის წოდების ფაქტს.

სუონის წვეულებები საიდუმლოდ იმართებოდა, თუმცა მალევე მიიქცია ხელისუფლების ყურადღება.

„Washington Critic”-ის 1887 წლის იანვრის გამოცემაში დაიბეჭდა, რომ პოლიციამ დაარბია ასეთი შეკრება და გაოცებული დარჩა „ქალის ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი“ 6 შავკანიანი კაცის ხილვით.

ჯოზეფის კვლევის მიხედვით, სუონი არაერთხელ დააკავეს პოლიციის დარბევების დროს და ერთხელ „საროსკიპოს ფლობის“ ბრალდებით 10 თვით ჩასვეს ციხეში. სუონმა შეწყალებაზე შეიტანა განაცხადი, თუმცა მისი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

სუონი 1925 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი სახლი დაწვეს. 

 

Written by Giorgi Akhalkatsi

Comments are closed.