

ამ სიტყვებით გახსნა ლეგენდარულმა ლედი გაგამ თავისი შოუ მოსკოვში, 2012 წელს.
გაგამ განაცხადა, რომ მისმა მენეჯერებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს, სადაც რუსეთი გაგას დაკავებით ან 50 000$-იანი ჯარიმით ემუქრებოდა, თუ სცენიდან ლგბტქ+ თემის მხარდამჭერ გზავნილებს გააკეთებდა.
გარდა ცნობილი პოპ ვარსკვლავისა, ლედი გაგა ლგბტქ+ აქტივისტიცაა და მისი რუსეთში გამოსვლა #ქვიარისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მომენტად იქცა, რადგან ქვეყანაში, სადაც ლგბტქ+ საკითხებზე ნებისმიერი სახის საჯარო საუბარს კანონი კრძალავს ე.წ. ,,გეი პროპაგანდის საწინააღმდეგო” კანონით, გაგამ ყოველგვარი გაფრთხილება უგულებელყო და აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
,,ფეხზე ადექით! ფეხზე ადექი, რუსეთო! ერთი შანსი გაქვთ, რომ გაერთიანდეთ. ერთი ღამე გაქვთ, რომ საკუთარი თავებისთვის და თქვენი მეგობრებისთვის ერთად დადგეთ. სად არიან ჩემი გეი ახალგაზრდები ამაღამ? დღეს ეს ჩემი სახლია და ჩემს სახლში თქვენ შეგიძლიათ იყოთ გეი.”
ვიტალი მილონოვმა, რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა, მომღერალი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა: ,,ჩვენ ვნახეთ, რომ გარდა მუსიკისა, პირდაპირი მოწოდებებიც იყო 12 წლის ბავშვებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ლგბტქ+ თემს.” და დაამატა, რომ უჩივლებდა მომღერალს მისი ქმედებების გამო.
კონცერტამდე მილონოვი წარუმატებლად ცდილობდა, ასაკობრივი შეზღუდვა დაეწესებინა გაგას შოუზე და 18 წლამდე ახალგაზრდები არ შეეშვა.
ამ შემთხვევის შემდეგ, რუსეთმა ლედი გაგა იმ ამერიკელთა სიაში შეიყვანა, ვისაც ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვს.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=6ZpacTYMyk0