
საინფორმაციო პოსტების სერიაში #ქვიარისტორია, ამჯერად რობერტ სპიტცერზე მოგიყვებით – ფსიქიატრზე, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა ლგბტქ+ ადამიანების სამეცნიერო აღქმა და თემის მომავალი.
თავისი კარიერის ადრეული ეტაპიდანვე სპიტცერი აღმოჩნდა როლში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, გადაარჩინა ფსიქიატრია, როგორც სამედიცინო დარგი.
რობერტ სპიტცერმა უამრავი რამ შეცვალა ფსიქიატრიაში, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი მიღწევა DSM III (მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური გზამკვლევი III)-დან ჰომოსექსუალობის, როგორც მენტალური აშლილობის ამოღებაა.
ადრეულ 1970-იან წლებში ლგბტქ+ უფლებადამცველებთან შეხვედრების შემდეგ, სპიტცერმა გამოიკვლია არსებული ,,მტკიცებულებები”, რომლებზე დაყრდნობითაც ჰომოსექსუალობა პათოლოგიურ კონდიციად ცხადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მაშინ ძალიან საკამათო იყო და ფსიქიატრიაში, ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, ჰომოფობია მიღებული და ნორმალიზებული პრაქტიკა გახლდათ, 1973 წელს სპიტცერმა დაასკვნა, რომ ჰომოსექსუალობის პათოლოგიურ კონდიციად გამოსაცხადებლად არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა.
მიუხედავად მისი რევოლუციური მიგნებებისა, სპიტცერს კარგა ხანს სჯეროდა, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიას შეეძლო გეი ადამიანები ჰეტეროსექსუალებად ექცია. თუმცა, კარიერის ბოლო წლებში მან საჯაროდ მოუხადა ბოდიში ლგბტქ+ თემს და დარწმუნებით თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არავითარი თერაპიით და ჩარევით არ არის შესაძლებელი.
რობერტ სპიტცერის ეს გადაწყვეტილებები იქცა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ უფრო ჰუმანური, თანასწორი მოპყრობისა და სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნების ნორმალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად.