
„დიახ, მე ლესბოსელი ვარ, ახლა ყოველგვარი სირცხვილის გარეშე შემიძლია ეს ხმამაღლა ვთქვა. 83 წლის ასაკში არ მრცხვენია იმ გავლილი გზის, რაც უკან მოვიტოვე. იყო ლესბოსელი ეს სირცხვილი არ არის, მაგრამ იქ, მექსიკაში, ჩემი ახალგაზრდობის წლებში ამის აღიარება და ხმამაღლა თქმა შეუძლებელი იყო. არც ახლა არ დავდივარ და ყველას არ ვეუბნები მე ლესბოსელი ვარ-მეთქი, მაგრამ ამას უკვე სახალხოდ ვაცხადებ, შიშისა და სირცხვილის გარეშე.” – ეს
ჩაველა ვარგასის, კოსტა-რიკული წარმოშობის მექსიკელი მომღერლის, სიტყვებია.
ვარგასმა მუსიკალური კარიერა მექსიკის ქუჩებიდან დაიწყო და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია ლათინურ-ამერიკულ მუსიკაზე.
ვარგასი 81 წლის ასაკში დაქამინგაუთდა, როგორც ლესბოსელი ქალი, რაც არავის გაკვირვებია, რადგან მისი სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის იყო განხილვის თემა. ჩაველას ახალგაზრდობაში დადიოდა ხმები მის სასიყვარულო ურთიერთობაზე ფრიდა კალოსთან მაშინ, როცა მხატვარი დიეგო რივერას ცოლი იყო. ასევე, ამბობდნენ, რომ ვარგასს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა მის ადვოკატთან, ელის ელენა პერეს დუარტესთან.
ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, როცა გენდერისა და მისი არაკონფორმულობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, ჩაველა ვარგასის პერფორმანსები გამოირჩეოდა ხმამაღალი და თამამი განაცხადებით: მომღერალი იცვამდა მასკულინურად, მღეროდა ქალებზე. ეს იმის ფონზე, როცა ყველა ეუბნებოდა, რომ „ჩაეცვა, მაკიაჟი გაეკეთებინა და მოქცეულიყო ქალივით.“
ვარგასი, როგორც რანჩერას მომღერალი მასკულინური ქალი მე-20 საუკუნეში, მარგინალიზაციისა და ზიზღის ობიექტი იყო, რამაც მისი კარიერის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. თუმცა, ისინი, ვისაც ჩაველა და მისი მუსიკა უყვარდათ, ცხადად ხედავდნენ მის არაჩვეულებრივ ნიჭსა და გენდერის უგულებელმყოფელ სტილს, როგორც მუსიკაში, ისე – თვითგამოხატვაში. სწორედ ამიტომ, მან მაინც მოახერხა და იბრწყინა მექსიკის სცენაზე, მიუხედავად ფართო საზოგადოების მხრიდან მისი მიუღებლობისა. სწორედ ასე გახდა ის #ქვიარისტორიის ნაწილი.
ჩაველა ვარგასი 2012 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „მივდივარ და გულით მექსიკას ვატარებ…“
Written by Giorgi Akhalkatsi